logo
ENG



პოდოლიაკი: უკრაინა არ გეგმავს აშშ-ის სარაკეტო სისტემების გამოყენებას რუსეთზე თავდასხმისთვის

03 ივნ 202213:18
3 წუთის საკითხავი
 
პოდოლიაკი: უკრაინა არ გეგმავს აშშ-ის სარაკეტო სისტემების გამოყენებას რუსეთზე თავდასხმისთვის
ПРЕЗИДЕНТ УКРАЇНИ

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი, მიხაილო პოლოდიაკი Twitter-ზე წერს, რომ უკრაინა "თავდაცვით ომს აწარმოებს" და "არ გეგმავს შეტევას რუსეთში არსებულ ობიექტებზე" აშშ-ს მიერ მიწოდებული იარაღით.

"ჩვენმა პარტნიორებმა იციან, სად გამოიყენება მათი იარაღი. ნებისმიერი ბრალდება ამ განზრახვის შესახებ [რუსეთზე თავდასხმის შესახებ] არის რუსული სპეცსამსახურების ფსიქოლოგიური ოპერაციები. რუსეთის ნომერ პირველი ამოცანაა უკრაინასა და ამერიკას შორის ნდობას ძირი გამოუთხაროს ."- წერს პოლოდიაკი

1 ივნისს, ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინაში გაგზავნის მოწინავე სარაკეტო სისტემებს, მათ შორის მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემას, რომელსაც შეუძლია რაკეტების გაშვება დაახლოებით 49 მილის მანძილზე - ამ სისტემის დიაპაზონი ბევრად აღემატება იმას, რაც კიევში ამ დრომდე გაგზავნილა. 

იმის გათვალისწინებით, რომ კრემლი ამ დახმარებას პროვოკაციად განიხილავს - რაკეტების დიდი დიაპაზონისა და რუსეთის ტერიტორიაზე მათი მიღწევის პოტენციალის გამო - ბაიდენმა ცალსახად გააფრთხილა, რომ უკრაინულმა ძალებმა იარაღი უნდა გამოიყენონ მხოლოდ თავდაცვისათვის და ქვეყნის საზღვრებში.

"ჩვენ არ ვეძებთ ომს NATO-სა და რუსეთს შორის... ჩვენ არ ვამხნევებთ და არ ვაძლევთ უკრაინას საზღვრებს მიღმა დარტყმის საშუალებას. ჩვენ არ გვინდა ომის გახანგრძლივება მხოლოდ იმისთვის, რომ რუსეთს ტკივილი მივაყენოთ". - თქვა ბაიდენმა. 

გაერთიანებული სამეფო, შეერთებულ შტატებთან მჭიდრო კოორდინაციით, ასევე დათანხმდა უკრაინაში მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გაგზავნას, იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინული ძალები ისევ აგრძელებენ რუსეთის შეტევის თავიდან აცილებას.


close დახურვა