logo
ENG



პოდოლიაკი: უკრაინა ბოლომდე მოახდენს რუსეთის ფედერაციის დემილიტარიზაციას

27 დეკ 202215:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/27/v97a6w5qysjdap9.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინა ბოლომდე მოახდენს რუსეთის ფედერაციის დემილიტარიზაციას.

"ვერც ტოტალური მობილიზაცია, ვერც საბრძოლო მასალის პანიკური ძებნა, ვერც ირანთან ფარული კონტრაქტები და ვერც ლავროვის ფარული მუქარა ვერ დაგეხმარებათ... რუსეთმა უნდა გააცნობიეროს რეალობა. უკრაინა ბოლომდე მოახდენს რუსეთის ფედერაციის დემილიტარიზაციას, განდევნის ოკუპანტებს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან. ჩუმად დაელოდეთ ფინალს...", - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.

გუშინ, პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთმა ომი შეგნებულად დაიწყო უკრაინის სახელმწიფოს დასანგრევად და უკრაინის მოქალაქეების მასობრივი მკვლელობისთვის. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ომს, შესაძლოა, მხოლოდ ერთი დასასრული ჰქონდეს, მისი თქმით, აგრესორმა უნდა წააგოს და სასტიკად დაისაჯოს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა