უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინა რუსეთის პრეზიდენტისთვის, ვლადიმერ პუტინისთვის სასიკვდილო განაჩენია. მისი თქმით, პუტინი საკუთარ ილუზიურ სამყაროში ცხოვრობს და არ ესმის რა ვითარება გამოიწვია უკრაინაში მის მიერ დაწყებულმა ომმა.
"მათ ესმით, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის. ეს აშკარაა. სამხედროებს კი, პირველ რიგში, ესმით, რომ რეალურად მათი ქვეყანა გაძარცვეს. მათ ესმით, რომ მსოფლიოს მეორე არმია და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, რომლისაც ყველას უნდა ეშინოდეს, არ არსებობს. მათ ესმით, რომ უკრაინაზე თავდასხმა ნამდვილად არ იყო საჭირო, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელიც აუცილებლად დაასრულებს ამ ომს და ეს იქნება ის, რაც მათ აბსოლუტურად არ მოეწონებათ. მათ ესმით, რომ ისტორიულად ისინი უმნიშვნელოდ გამოიყურებიან, დიახ, მათ ეს სადღაც ქვეცნობიერად ესმით, რადგან შეუძლებელია უცხო მიწაზე მოსულ ნაძირლებს "გმირები" უწოდოთ", - თქვა პოდოლიაკმა.
პოდოლიაკი ამბობს, რომ პუტინი არის ცინიკური ადამიანი, რომელსაც აბსოლუტურად ესმის, რასაც აკეთებს. მისი თქმით, პუტინის აზროვნების არსია ზიანი მიაყენოს ვინმეს, ამ შემთხვევაში კი მისთვის არ არსებობს უკრაინაზე უფრო სასტიკი სიძულვილის ობიექტი.
"პუტინს სჯერა, რომ ზეწოლას მოახდენს. მე, მისდამი დიდი სინანულით, მინდა ვთქვა, რომ სიტყვა უკრაინა მისთვის სასიკვდილო განაჩენია", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.