logo
ENG



პოდოლიაკი: უკრაინა ყველაფერს გააკეთებს რუსეთში იძულებით დეპორტირებულ პირთა დასაბრუნებლად

21 აპრ 202214:50
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/21/phqylfm9fdtipvx.png

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რუსეთში იძულებით დეპორტირებული ყველა ადამიანი უკან დააბრუნოს.

"ჩვენ თვალყურს ვადევნებთ რუსეთში იძულებით დეპორტირებული ყველა ადამიანის ბედს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ხალხი დაბრუნდეს, მაგრამ გვესმის, რომ ეს ადვილი არ იქნება. უკრაინელების სამშობლოში დაბრუნება კიდევ ერთი ომი იქნება რუსეთთან - ომი ჩვენი მოქალაქეებისთვის”, - განაცხადა პოდოლიაკმა.

რუსეთმა ომის დაწყებიდან უკრაინიდან რუსეთში 500 000 ადამიანი გადაასახლა. ამის შესახებ გუშინ, ევროპარლამენტში, კიევის პარლამენტის წამყვანმა წევრმა, ნიკიტა პოტურაევმა განაცხადა.

უკრაინის ადამიანის უფლებათა ომბუდსმენმა, ლუდმილა დენისოვამ გასულ კვირას განაცხადა, რომ რუსეთმა ალყაშემორტყმული მარიუპოლიდან 134 000 ადამიანი წაიყვანა და მათგან 33 000 იძულებით იყო დეპორტირებული.


close დახურვა