უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი "ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის" მიერ ევროკავშირის ალტერნატიული ფორმატის შექმნის შესახებ გაკეთებულ განცხადებას აკრიტიკებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
პოდოლიაკის თქმით, ათი ათასობით უკრაინელმა სიცოცხლე გაწირა უკრაინული არჩევანისთვის და არა თამაშის ახალი სერიისთვის, ამიტომ, უკრაინამ EU-ს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიიღოს.
"კარგი ნაღმი ცუდი თამაშის დროს - ასე გამოიყურება ცალკეული ევროპელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები ევროკავშირში უკრაინის წევრობის სიმბოლური ფორმატებით შეცვლასთან დაკავშირებით. ათი ათასობით უკრაინელმა სიცოცხლე გაწირა ევროპული არჩევანისთვის, არა თამაშის ახალი სერიისთვის. უკრაინამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიიღოს", - განაცხადა პოდოლიაკმა.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას ახალი ტიპის "ევროპული პოლიტიკური საზოგადოება", რომელიც საშუალებას მისცემს EU-ს არაწევრ ქვეყნებს, მათ შორის უკრაინას და ბრიტანეთს, შეუერთდნენ "ევროპის ძირითად ღირებულებებს".
ამასთან, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მაკრონმა აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას რამდენიმე წელი, ან შესაძლოა, რამდენიმე ათწლეული დასჭირდეს.