უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინის გამარჯვება ევროპას რუსეთის ფედერაციის შანტაჟისგან გაათავისუფლებს.
"უნდა გვესმოდეს: რუსეთი ევროპის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს. ევროპელები ამას თავიანთ გადასახადებში ხედავენ. უკრაინის გამარჯვება ევროპას რუსეთის ფედერაციის შანტაჟისგან გაათავისუფლებს და ბოლოს მოუღებს მაღალ ტარიფებს," - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.
ამასთან, პოდოლიაკი აღნიშნავს, რომ ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები ყველაზე მცირე ინვესტიციაა ევროპული ოჯახების კეთილდღეობისთვის.