უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი დასავლელ პარტნიორებს უკრაინის დასახმარებლად 4 ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს "თუ სურთ, რომ სიზმარში დაღუპული უკრაინელი ბავშვების თვალები არ იხილონ".
"ძვირფასო პარტნიორებო! საჭიროა გადადგათ 4 ნაბიჯი, რათა არ იხილოთ ჩვენი დაღუპული ბავშვების თვალები და არ იგრძნოთ დამწვარი მარიუპოლის სუნი სიზმრებში:
1. თანამედროვე საჰაერო თავდაცვა, თუ ცის დაკეტვა არ შეგიძლიათ,
2. ფრთოსანი რაკეტები ან ჭურვები მძიმე რაკეტებისთვის;
3. მძიმე ემბარგო ნავთობზე;
4. რუსული გემებისთვის მსოფლიოს გარშემო პორტების დაკეტვა" - წერს პოდოლიაკი ტვიტერზე.
Dear partners! It takes 4 steps not to see our dead kids eyes or not to smell burned Maryupyl in your dreams. 1. Modern air defense, if you can’t close the sky 2. Cruise missiles or shells for heavy rockets 3. Tough oil embargo 4. Closed ports for Russian ships around the world