logo
ENG



პოდოლიაკი საომარი მდგომარეობის გამოცხადებაზე: უკრაინისთვის ეს არაფერს ცვლის

19 ოქტ 202218:37
3 წუთის საკითხავი
 
პოდოლიაკი საომარი მდგომარეობის გამოცხადებაზე: უკრაინისთვის ეს არაფერს ცვლის
ПРЕЗИДЕНТ УКРАЇНИ

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის მიერ "საომარი მდგომარეობის" გამოცხადება უკრაინისთვის არაფერს ცვლის. რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ის Twitter-ზე ეხმაურება.

"რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე "საომარი მდგომარეობის" შემოღება მომდევნო "გადაჯგუფებამდე" მხოლოდ უკრაინის ქონების ძარცვისა და ძარცვის ფსევდო ლეგალიზაციად უნდა ჩაითვალოს. უკრაინისთვის ეს არაფერს ცვლის: ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლებასა და დეოკუპაციას", - წერს ის.

დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მიერ უკრაინის ანექსირებულ ოთხ რეგიონში: ლუჰანსკში, დონეცკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

ამის შესახებ მან ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ფედერაციის საბჭოს დაუყოვნებლივ გაეგზავნება. 


close დახურვა