logo
ENG



პოდოლიაკის თქმით, ზელენსკი G20-ის სამიტზე წავა, თუ პუტინი იქ იქნება

09 აგვ 202215:33
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/09/m5veskfa0o39qv2.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი G20-ის სამიტზე ინდონეზიაში წავა, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი იქ იქნება.

პოდოლიაკის თქმით, ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ის უკრაინის ტერიტორიაზე უნდა იყოს და სამიტებში მონაწილეობა ონლაინ ფორმატში მიიღოს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ თუ პუტინი სამიტზე ჩავა, უკრაინის დელეგაციას მოუწევს ზელენსკის ინდონეზიაში წასვლის აუცილებლობა განიხილოს.

პოდოლიაკი ამბობს, რომ პუტინის მიწვევა ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ სამიტზე, ნიშნავს, რომ სამიტის ორგანიზატორები რუსეთის პოზიციას აკანონებენ, რომელიც სუვერენულ სახელმწიფოს თავს დაესხა.

ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ უკრაინა G20-ის სამიტზე აპრილის ბოლოს მიიწვია. სამიტი ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე, 15-16 ნოემბერს გაიმართება.


close დახურვა