logo
ENG



პოდოლიაკის თქმით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 120 რაკეტა გაუშვა

29 დეკ 202212:25
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/29/d3tozyk9jk9d4ct.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 120 რაკეტა გაუვა.

"ველოდებით "სამშვიდობოების" შემდგომ წინადადებებს "მშვიდობიანი მოგვარების", "რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების" და პროვოკაციების არასასურველობის შესახებ...", - წერს პოდოლიაკი ტვიტერზე.

ხუთშაბათს დილით უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ერთ-ერთი რაკეტა ჩამოაგდეს კიევში, ნამსხვრევები კი კერძო სახლს დაეცა. არის ორი დაშავებული, რომელთაც დახმარება უკვე აღმოუჩინეს. ქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ მოქალაქეებს მოუწოდა, დატენონ ტელეფონები და სხვა მოწყობილობები, ასევე, მოიმარაგონ წყალი.

ხარკივში შეჩერებულია მეტროს მუშაობა. ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა. მიკოლაევის ოლქში აცხადებენ, რომ რამდენიმე რაკეტა ზღვის თავზე ჩამოაგდეს.

საჰაერო განგაშია გამოცხადებული ლვივში, სადაც ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდულია. რამდენიმე აფეთქება ისმოდა ოდესაცში.


close დახურვა