logo
ENG



პოდოლიაკის თქმით, უკრაინას უკვე აქვს ინფორმაცია, რომელმა ბრიგადამ ააფეთქა ჰესი

06 ივნ 202314:03
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/06/05u8wjkee7toj9q.jpg
AP

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხალო პოდოლიაკი ამბობს, რომ კახოვკას ჰესის აფეთქებით რუსეთმა კონტრშეტევის შენელება და დასავლელ პარტნიორებზე ზეწოლის მოხდება სცადა. მისი თქმით, კიევს უკვე აქვს ინფორმაცია, რომელმა ბრიგადამ ააფეთქა ჰიდროელექტროსადგური.

"აშკარაა, რომ ჰესი შიგნიდან ააფეთქეს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რეგიონის ეკოლოგიური უსაფრთხოების კუთხით და ასევე, ზაპოროჟიეს სადგურისთვის. სხვათა შორის, ყირიმიც დარჩება უწყლოდ, დაიტბორება უამრავი სახლი. უკვე ვხედავთ, რომ ხერსონის რამდენიმე რაიონი უკვე დატბორილია, ამიტომ ვფიქრობ, რომ შედეგები უფრო მეტ ტერიტორიაზე იქნება. მოტივაცია აშკარაა, რუსეთის ტაქტიკური ამოცანაა ვითარებაზე კონტროლის შენარჩუნება და ასეთ ნაბიჯზე ამიტომ წავიდა.

ამით ცდილობს, შეანელოს კონტრშეტევა და გარკვეული ზეწოლა მოახდინოს დასავლელ პარტნიორებზე. გამოძიების ჩატარებაც არაა საჭირო, უკვე ცხადია ვინ და რატომ ჩაიდინა. ჩვენ დაზვერვას უკვე აქვს მონაცემები, რომ რუსეთის 205-ე მოტო მსროლელთა ბრიგადამ ააფეთქა. ვინც დღეს აფეთქების ბრძანება გასცა, აღიარა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული", - განაცხადა მან.

ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ალექსანდრ პროკუდინის თქმით, "ახლა ზუსტდება ნგრევის მასშტაბები, წყლის სიჩქარე და მოცულობა, დატბორვის სავარაუდო ადგილები".

მისივე თქმით, სახიფათო ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. პროკუდინმა, ასევე, აღნიშნა, რომ წყალი კრიტიკულ დონეს 5 საათში მიაღწევს.

მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი - ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა, რომ რუსი ოკუპანტები უკრაინას ვერც რაკეტებით შეაჩერებენ და ვერც წყლით. თუმცა მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ოკუპანტები უკრაინის მიწის თითოეული კუთხიდან უნდა განიდევნონ.


close დახურვა