ქართული ოცნება პარტია ლელოზე იერიშს აძლიერებს. დღეს ეს ფუნქცია პარლამენტის თავმჯდომარემ და მმართველი გუნდის დანაყოფმა - ხალხის ძალამ იკისრეს. ოპოზიციურ პარტიაზე თავდასხმას კონკრეტული მიზეზი აქვს. ლელო გამონაკლისი არ არის. ივანიშვილის განსაკუთრებული სამიზნე ხდება ყველა ძალა, რომელსაც ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის პერსპექტივა აქვს და იმ ხმებს აიღებს, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის მიღმა რჩება. ფორმულას ინფორმაციით, ქართული ოცნების შიდა კვლევით, ლელოს ხუთპროცენტიანი ბარიერის პრობლემა აღარა აქვს. პაპუაშვილმა ოპოზიციურ პარტიაზე თქვა, რომ ჩიხუახუას სინდრომითაა წარმოდგენილი - პატარაა, მაგრამ დიდი გული აქვს. ქართული ოცნების შეფასებებს ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდის პასუხი მოჰყვა.
პოლიტიკური ამბიციების გაზაომვის სტანდარტი პარლამენტში
31 იან 202419:59
3 წუთის საკითხავი