ქართული ოცნება ადამიანების გაშავებაში ექსპერტია. მაგალითისთვის მხოლოდ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ამბავიც გამოდგება, როდესაც ერთ დღეს ყველა გულზე მჯიღს ირტყამდა "გახარია ჩვენი პრემიერიაო" და მეორე დღეს ის გახარია კოკაინშიკად გადაკეთდა. ასე იქცევიან ყველას მიმართ, ვინც მათ იდეოლოგიას არ ეთანხმება. წლებია ყველა გზით ქართული ოცნება, მათ შორის საკუთარი მედიის გამოყენებით ცდილობს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის მარგინალიზაცია. აი მაგალითად გასულ კვირას, ევტუშენკოვისა და ივანიშვილის სკანდალური სატელეფონო საუბრის გადასაფარად, გამოიგონეს თემა თითქოს გიორგი მარგველაშვილი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ხდებოდა. ფაქტია მარგველაშვილის ოჯახის მიმართ დევნა სისხლისსამართლებრივადაც წლებია გრძელდება, რაც აჩენს დამატებით კითხვებს, რომ ეს არა ობიექტური გამოძიება, არამედ გამოეანგარიშა პოლიტიკური ნიშნით - ნახეთ შაბათის ფორმულას სიუჟეტში.