იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული კადრები დაუძლურებული პრეზიდენტის სიცოცხლისთვის საშიშ გარემოს და მდგომარეობას ასახავს. რა არ გვიჩვენა ბრეგაძემ 10-წუთიან ვიდეოში? საერთო ჯამში მიხეილ სააკაშვილის პალატის ვიდეო ჩანაწერები - 5000-ზე მეტ წუთს ითვლის. ვივამედში საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის ციხიდან 12 მაისს, 7 თვის წინ გადაიყვანეს. კამერებმა, რომელიც მაღალი გარჩევადობით, 24 საათის განმავლობაში უწყვეტად მუშაობს და გამოსახულებასთან ერთად ხმასაც იწერს, პალატაში 215 დღე სრულად ჩაიწერა. ვიდეო ჩანაწერებში ასახული პრეზიდენტის წამება, ბიძინა ივანიშვილმა რეალითი შოუდ აქცია და ხალხს შურისძიების სანახაობით კვებავს.
პოლიტიკური კანიბალიზმი - შაბათის ფორმულა
17 დეკ 202220:07
3 წუთის საკითხავი