logo
ENG



პოლიტპატიმრების საკითხი - ოცნების ოპონენტები კონსენსუსის შედეგებს ელოდებიან

09 მარ 202020:22
3 წუთის საკითხავი
 

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უთანხმოების ერთადერთ საკითხად პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური ნიშნით დევნა რჩება. ამის ფონზე დღეს სასამართლოში გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და ნიკა გვარამიას საქმეებზე მსჯელობდნენ. პოლიტიკური მართლმსაჯულება რომ ქვეყნის უმწვავესი პრობლემაა, ეს საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკულ გზავნილებშიც აისახა. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ დაასახელა ის საქმეებიც, რომელიც, იურისტების მტკიცებით, ხელისუფლების ოპონირებისა და კრიტიკული აზრის გამო აღიძრა. ჩამონათვალში მოხვდა „ფორმულას“ გენერალური დირექტორის გვარიც. ახლა ყველაზე აქტუალური ის სამართლებრივი გზებია, როგორ უნდა შეწყდეს სასამართლოს გამოყენება პოლიტიკურ იარაღად და რა ფორმით უნდა შესრულდეს პირობა პატიმრების გათავისუფლების შესახებ. 

ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები პატიმრებთან და ბრალდებულებთან დაკავშირებით კონსენსუსის შედეგებს ელოდებიან. სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული საარჩევნო ცვლილებების კანონპროექტის ბედი.


close დახურვა