logo
ENG



პოლიტპატიმრების ყოლა არის საკმარისი, რომ რეჟიმი მოექცეს სანქციებში - ქუთელია

12 მაი 202021:57
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, ბათუ ქუთელია არ გამორიცხავს, რომ დასავლელმა პარტნიორებმა მიმართონ ტარგეტირებულ სანქციებს.

როგორც ბათუ ქუთელიამ სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტა, სტრატეგიული პარტნიორის მიერ ღიად საუბარი იმაზე, რომ ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები, უკვე ნიშნავს რეჟიმზე სანქციების დაწესების წინაპირობას.

„ეს ის ზღვარია, რომლის შემდეგაც საქართველო სხვა კატეგორიის ქვეყნებში გადავა. პოლიტ. პატიმრების ყოლა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მხარდაჭერის აქტი, რომელიც უნდა დამტკიცდეს სენატში და უნდა გადავსულიყავით ამით ახალ ეტაპზე თანამშრომლობის, როცა უფრო მეტად გვჭირდება მათი დახმარება - ჩავთვალოთ, რომ ეს აქტი თავის გზას ვერ იპოვის და სამწუხაროა, თუ ის უკან დაბრუნდება წარმომადგენელთა პალატაში. ეს არის კატასტროფა ჩვენთვის და ეს არის ზიანი, რომელიც ოცნებამ ქვეყნის ინტერესებს გადააყოლა. 

უახლოეს ისტორიას თუ გადავხედავთ, პოლიტიკური პატიმრების ყოლა არის საკმარისი, რომ რეჟიმი მოექცეს სანქციებში - თუ აქამდე კულუარულად აძლევდნენ შანსს, ახლა გახსნილი ტექსტით აქვს ოცნებას იარლიყი, რომ მათ ჰყავთ პოლიტიკური პატიმრები. სანქციებში დიდი ასორტიმენტია. საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა მეტია, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური ძალა. ვფიქრობ, პარტნიორების დახმარებით, ალბათ საჭირო იქნება ტარგეტირებული სანქციები იმ ადამიანებზე, ვინც შეიყვანა ქვეყანა ჩიხში. ახლა ვუშვებ ამას. ადრე არ იყო ამისთვის საკმარისი პირობები, მაგრამ ახლა, ამ განცხადებით, როცა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ქვეყანას ჰყავს პატიმრები - ეს არის საკმარისი პირობა, რომ დაიწყოს ოფიციალურად საუბარი სანქციებზე", - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.


close დახურვა