logo
ENG



პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ევროპული საქართველო პარლამენტში არ შედის

18 მაი 202115:29
3 წუთის საკითხავი
clock 1115
2021/05/18/z0v6bicjw6rkxqg.jpg

ევროპული საქართველოს პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია პარლამენტში არ შედის.

როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ განმარტა, ტარიელ ნაკაიძე თუ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, პარტიის დატოვება მოუწევს. 

"საქართველოს პარლამენტის წევრი ტარიელ ნაკაიძე არის ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს წევრი, ევროპულ საქართველოს ნაკაიძის მეშვეობით შეუძლია, წარმოდგენილი იყოს პარლამენტში, მაგრამ დღეს პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, ევროპული საქართველო ამ პარლამენტს არ შეუერთდება და მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს. ბატონი ტარიელი ან დატოვებს ევროპულ საქართველოს, ან დატოვებს პარლამენტს, ეს მისი გადასაწყვეტი იქნება", - თქვა ბობოხიძემ.

ნაკაიძის პოზიცია, ჯერჯერობით, უცნობია.

პარტიის სიით პარლამენტში გასული დეპუტატებიდან 3 უკვე პარლამენტშია და საქმიანობას დამოუკიდებლად აგრძელებს, ელენე ხოშტარია კი მანდატზე უარს ამბობს. პარტიამ სულ 5 მანდატი მოიპოვა.


close დახურვა