logo
ENG



პოლიცია აქციის მონაწილეებს კანცელარიასთან მისვლის საშუალებას არ აძლევს

30 აპრ 202421:27
3 წუთის საკითხავი
 

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ნაწილი რუსთაველის ტერიტორიიდან მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან დაიძრა, თუმცა, პოლიცია მათ კანცელარიასთან მისვლის საშუალებას არ აძლევს.

პოლიციელებს გადაკეტილი აქვთ მთავრობის ადმინისტრაციამდე მისასვლელი ყველა გზა. ადგილზე დაძაბული ვითარებაა.

ასევე, ცოტა ხნის წინ დაძაბული იყო ვითარება პარლამენტის გვერდითა შესასვლელებთან, სადაც მოქალაქეები ცდილობდნენ საკანონმდებლო ორგანოსთვის წრის შემორტყმას, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალებაც არ მისცა. 

"არა რუსულ კანონს! კი ევროპას!" - პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დასრულდა, ის ხვალ გაგრძელდება. 

დეპუტატებმა რუსული კანონის 11 პუნქტიდან დღეს მხოლოდ 3 განიხილეს. 

რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეზღუდულია. 

აქციის ორგანიზატორები არიან ტალღა, მწვანეები, ჯიუტი, კარი და სტუდენტები ევროპული მომასვლისთვის.

გუშინ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. განხილვაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გააძევა.


close დახურვა