logo
ENG



პოლიცია მოქალაქეებს დასაკავებლად გაეკიდა და იძალადა

13 მაი 202409:03
3 წუთის საკითხავი
 

პოლიცია მოქალაქეებს დასაკავებლად გაეკიდა და მათზე იძალადა. როგორც ადგილიდან ფორმულას ჟურნალისტი ამბობს, ძალის გამოყენების მიზეზი უცნობია, რადგან აქცია მშვიდობიანი იყო. 

ამის პარალელურად იურიდიდულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. 

კომიტეტის სხდომა სულ 1 წუთს გაგრძელდა. ამ 1 წუთში შედის კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მისასალმებელი სიტყვაც. 

სხდომაზე მხოლოდ ერთი საკითხი განიხილეს. 

სხდომაზე მხოლოდ უმრავლესობის დეპუტატები იყვნენ. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომაზე შესვლა ვერ მოასწრეს.


close დახურვა