logo
ENG



პოლიციამ აქტივისტები წარწერების გაკეთებისთვის დააჯარიმა

16 ივნ 202002:19
3 წუთის საკითხავი
 
zjxrf5q6q78slca.jpg

სამოქალაქო აქტივისტები პოლიციამ დროებით სამშენებლო კონსტრუქციებზე გაკეთებული წარწერებისთვის დააჯარიმა - „სირცხვილიას“ წევრები ქუჩაში „გვახსოვს რა ჩაიდინეთ გასულ ზაფხულს - 20 ივნისი“ წარწერებს ტოვებდნენ.

აქტივისტებს 200-ლარიანი ჯარიმები ქალაქის იერსახის დამახინჯების გამო გამოუწერეს. სამოქალაქო აქტივისტებმა ჯარიმის ოქმები არ ჩაიბარეს.


close დახურვა