გმირთა მოედანზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სამართალდამცავებმა ორი მუსიკოსი დააკავეს.
ცნობილია, რომ დაკავებულია ჯგუფ ქვემეხის სოლისტი სანდრო ქერაული და Bedford falls-ის მუსიკოსი მიხო კალანდარიშვილი.
ამ დროისთვის მათ შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.
გმირთა მოედანზე აქციის მონაწილეებმა, დაახლოებით, ერთი საათის წინ გადაინაცვლეს, სადაც პოლიციამ საავტომობილო მოძრაობის აღდგენის მიზნით ადამიანების დაკავება დაიწყო.
ამ დროისთვის დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.