logo
ENG



პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინი” ამოიღო

05 ივნ 202510:12
3 წუთის საკითხავი
 
2025/06/05/gpzc1wyayx34kod.png

თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული ს.ბ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული ს.ბ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.
მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინის", ,ასევე,ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას" უკანონო შეძენა-შენახვა.

დანაშაულები 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, ბათუმში,ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი", ,ასევე, ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა" ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლითა და 273-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს", - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


close დახურვა