logo
ENG



პოლიციამ გორში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

19 მაი 202010:15
3 წუთის საკითხავი
 
zye9li8n6zwgwtt.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

„ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1953 წელს დაბადებული ტ.ტ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ტ.ტ.-მ მეუღლეს - 1952 წელს დაბადებულ მ.გ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა- 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


close დახურვა