logo
ENG



პოლიციამ ზუგდიდში მომხდარი ჯგუფური ყაჩაღობისთვის ერთი პირი დააკავა

08 იან 202115:44
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/08/u2zajh3v6uhrz7i.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რაყის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ყაჩაღობისთვის ერთი პირი დააკავეს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებული თავის ნაცნობ ქალთან იმყოფება, რა დროსაც მათ ყაჩაღურად თავს დაესხნენ და ქალს ძალადობის მუქარით ოქროს სამკაულები მოპარეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ყაჩაღური თავდასხმა ბრალდებულმა დაგეგმა და თანამზრახველებთან ერთად, წინასწარ შეთანხმებული გეგმის მიხედვით განახორციელა.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა