შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული ორი პირი - პ.ს. და შ.ჭ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ზუგდიდში მდებარე ტექნიკის ერთ-ერთ მაღაზიაში ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა მოდელის მობილურ ტელეფონებს.
სამართალდამცველებმა 13 ნაქურდალი ტელეფონი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს“, - აცხადებენ უწყებაში.