logo
ENG



პოლიციამ თბილისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

19 ივლ 202016:22
3 წუთის საკითხავი
 
bwdzhi47b0qku1g.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული თ.ი. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1988 დაბადებულ კ.თ.-ს ცივი იარაღით ზურგის არეში ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 


close დახურვა