logo
ENG



პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის კარანტინში კიდევ 14 ადამიანი გადაიყვანა

20 მარ 202012:02
3 წუთის საკითხავი
 
4ipurda8x07xydl.jpg

თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 14 ადამიანი მოათავსეს. პოლიციამ მოაქალქეები თბილისიდან, ასევე იმერეთის, სამეგრელოს, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის  და აჭარის რეგიონებიდან აიყვანა.

ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 141 ადამიანი იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს.


close დახურვა