პოლიციამ კანცელარიასთან შეკრებილ აქტივისტებს ხმაურის შეწყვეტა და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.
საპროტესტო აქციაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარეობს, ხმაურია - ჩართულია სირენები, ისმის სასტვენის და დასარტყამი ინსტრუმენტების ხმა.
აქტივისტები ირაკლი ღარიბაშვილის და მინისტრების დახვედრას გეგმავენ - 11:00 საათზე ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა უნდა გაიმართოს.
პოლიციის წარმომადგენლებმა აქტივისტებს უთხრეს, რომ თუ ხმაურს არ შეწყვეტენ და ტერიტორიას არ დატოვებენ, მათ დააკავებენ.
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქტივისტებმა და რიგითმა მოქალაქეებმა ღამე გაათენეს. მათ აქ გუშინ, 3 ივლისს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის შემდეგ გადმოინაცვლეს.