logo
ENG



პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა - სუს-თან რამდენიმე ადამიანი დააკავეს

22 ნოე 201915:17
3 წუთის საკითხავი
 
lo1jmeuc3vt5rqs.jpg

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან მიმდინარე აქციაზე, მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა ჯერ შენობის ბლოკირება, ხოლო შემდგომ გზის სავალ ნაწილზე გადასვლა სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. ადგილზე რამდენიმე პირი დააკავეს. დაკავებულების ზუსტი რაოდენობის დასადგენად, "ფორმულა" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, საერთო ჯამში პოლიციამ 6 პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც "პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს". 

 

 

 

 


close დახურვა