რუსული კანონის მოწინააღმდეგეების სამართლებრივი დევნა გრძელდება. თავად სამიზნეები ჰყვებიან, რომ გამოძიებას მტკიცებულებები ან არ აქვს, ან მხოლოდ პოლიციის მონათხრობს ეყრდნობა. ერთ-ერთი მაგალითია გურამ ადამიას საქმე, დღეს სასამართლოზე მოწმედ გამოძახებულმა პოლიციელებმა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს.