logo
ENG



პოლიციელებს, ექიმებს, ექთნებს და სოციალურ აგენტებს ხელფასები გაეზარდათ - გახარია

02 ივლ 202011:24
3 წუთის საკითხავი
 

პოლიციელებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალს, სოფლის ექიმებს, ექთნებს და სოციალური აგენტებს ხელფასები გაეზარდათ. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„პირველი ივლისიდან საქართველოსთვის მსახურებაში მყოფ ადამიანებს გაეზარდათ ხელფასი. ეს გახლავთ პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალი სრულად, სოფლის ექიმები და ექთნები, სოციალური აგენტები - ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ჩვენზე და ჩვენს მოქალაქეებზე“, - აღნიშნა პრემიერმა.

1 ივლისიდან პოლიციელების ხელფასები 125 ლარით გაიზარდა, ხოლო ექიმების - 100 ლარით. რაც შეეხება სოციალურ აგენტებს, მათ ფიქსირებული ანაზღაურება 150 ლარით გაიზარდა და შესაბამისად, მათთვის სამგზავრო თანხის სახით გამოყოფილი ანაზღაურების ოდენობა 250 ლარს შეადგენს. 100 ლარით გაიზარდა უფროსი სოციალური აგენტების ფიქსირებული ანაზღაურებაც და 450 ლარის ნაცვლად ისინი 550 ლარს მიიღებენ. გარდა ამისა, 6 თვემდე გაზარდა სოციალური აგენტებისთვის ხელშეკრულების ვადებიც, ხოლო წლის ბოლოდან სოციალური აგენტების ნაწილს 1 წლიანი, ნაწილს კი უვადო ხელშეკრულებები გაუფორმდებათ. აღნიშნული განპირობებულია მათი სამუშაო სტაჟიდან გამომდინარე. 


close დახურვა