logo
ENG



პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებისას 50 მოქალაქე დაშავდა ბეირუთში

15 დეკ 201911:53
3 წუთის საკითხავი
 
4bt5sz075hhw0if.jpg

50 ადამიანი დაშავდა ბეირუთში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად. არეულობა ქალაქის ცენტრში მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა დემონსტრანტების ცრემლმდენი გაზით დაშლა სცადეს. საპასუხოდ აქციის მონაწილეებმა მათ ქვები დაუშინეს.

დაპირისპირება გათენებამდე გაგრძელდა. გვიან ღამით ბეირუთელ მომიტინგეებს მომხრეები სხვადასხვა ქალაქიდან შეუერთდნენ.  

ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომის მიუხედავად, ლიბანში აქციები გრძელდება. მომიტინგეები დემოკრატიულ რეფორმებსა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ითხოვენ. 

 

 


close დახურვა