logo
ENG



პოლიციელზე ძალადობაში ბრალდებულ კიდევ 4 მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდეს

09 მაი 202421:50
3 წუთის საკითხავი
 
პოლიციელზე ძალადობაში ბრალდებულ კიდევ 4 მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდეს
ზაქარია მურმანიშვილი/ფორმულა

პოლიციელზე ძალადობაში ბრალდებული კიდევ 4 მოქალაქეს - ანდრეი რაუტბერგს, გიორგი შანიძეს, ვაჟა დურგლიშვილსა და ფრიდონ ბუბუტეიშვილს - სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. 

მანამდე პატიმრობა შეუფარდეს გიორგი კუჭუაშვილსა და დავით კოლდარს. კოლდარმა პროცესზე "ბრალი აღიარა".

"ისეთ ვითარებაში ვიყავი, სხვა გზა არ მქონდა. "კაპეზეზე" ყოფნის დროსაც, ვფიქრობდი, რომ არ უნდა გამეკეთებინა ყველაფერი, რაც გავაკეთე, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა", - თქვა კოლდარმა სასამართლოზე. 

მოსამართლემ კოლდარს მიმართა, შეეძლო თუ არა დაეკონკრეტებინა, რას გულისხმობდა, როცა ამბობდა, რომ "სხვა გზა არ ჰქონდა", თუმცა ბრალდებულმა უარის ნიშნად თავი გააქნია. 

პროცესის დაწყების წინ პროკურორმა როინ ხინთიბიძემ ბრალდებულებიდან ერთ-ერთი დანაშაულს აღიარებდა. ხინთიბიძემ ბრალდებულის ვინაობა არ დაასახელა. მისი თქმით, ბრალდებული აღიარებს, რომ ყველაფერი განახორციელა ანგარების მოტივით და გარკვეულმა პირებმა ფული გადაუხადეს.

კუჭუაშვილის დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილე 6 ადამიანი დააკავეს. მათ პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.


close დახურვა