logo
ENG



პოლიციელისა და კიდევ ერთი პირის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

03 დეკ 202321:52
3 წუთის საკითხავი
 
პოლიციელისა და კიდევ ერთი პირის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციელისა და კიდევ ერთი პირის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1985 წელს დაბადებულ პირს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა. მან, ასევე, დანით დაჭრა გამოძახების შედეგად შემთხვევის ადგილზე მისული საპატრულო პოლიციის თანამშრომელსიც.

ორივე დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.


close დახურვა