ანას ბაღის მცველებს უთვალთვალებენ.
აქტივისტების თქმით, ბაღის მიმდებარედ სეირნობისას მათთან პოლიციის 5 ეკიპაჟი მივიდა. გიორგი ფხალაძის განმარტებით, პოლიციის თანამშრომლებს მათი გაჩერების არანაირი საფუძველი არ გააჩნდათ.
"იმდენად შეშინებულია ბიძინა ივანიშვილი 20 ივნისის აქციებით, რომ სამოქალაქო აქტივისტებს ქუჩაში დასდევს და ცდილობს შეავიწროვოს. ვსეირნობდით ეზოში. ანას ბაღის სამშენებლო ღობეს მივუახლოვდით, ამის შემდეგ 5 ეკიპაჟი მოვარდა პოლიციას. ალბათ ეგონათ, რომ წარწერების დატოვებას ვაპირებდით. 20 ივნისი იქნება მათი დასასრულის დასაწყისი“, - აღნიშნა გიორგი ფხალაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილი ამტკიცებს, რომ ეს ფაქტი მმართველი გუნდის მიერ სამოქალაქო აქტივისტების თვალთვალზე კიდევ ერთხელ მიუთითებს
„ძარცვა, ყაჩაღობა - ნაცვლად იმისა, რომ პოლიციელები დაკავებულები იყვნენ ამ მიმართულებით, ვხედავთ, რომ თვალთვალი ხდება სამოქალაქო აქტივისტებზე, რომლებიც იძახიან, რომ ჰაერს ნუ წაგვართმევთ. ვცხოვრობთ კრიმინალურ ქვეყანაში, სადაც პოლიციელიც და პროკურორიც ერთი კაცია - ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.