logo
ENG



პოლიციელს, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში მანქანით არასრულწლოვანს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა

29 ივლ 202010:49
3 წუთის საკითხავი
 
პოლიციელს, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში მანქანით არასრულწლოვანს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა

გორის რაიონულმა სასამართლომ პოლიციელს, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის დროს არასრულწლოვანს დაეჯახა, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, პროკურატურამ სოფელ არაგვისპირთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც არასრულწლოვანი იმსხვერპლა, პოლიციის თანამშრომელი 27 ივლისს დააკავა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 26 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ვ.ფ. მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით სტეფანწმინდის მიმართულებით მოძრაობდა. სოფელ არაგვისპირთან ვ.ფ. შეეჯახა ქვეითად მოსიარულე, არასრულწლოვან ლ.ზ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა.


close დახურვა