logo
ENG



პოლიციის დღის გამო, 31 მაისს კახეთის გზატკეცილზე ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება

31 მაი 202201:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/31/pq1hiqwgjvx8ztv.jpg

პოლიციის დღის გამო 31 მაისს, 10:30 საათიდან 12:00 საათამდე კახეთის გზატკეცილზე ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 31 მაისს, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, კახეთის გზატკეცილზე 10:30 საათიდან 12:00 საათამდე ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება. წულუკიძის მოედნიდან ჩამომსვლელ - მ. ლაღიძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

ავტომანქანები იმოძრავებენ 17 შინდისელი გმირის ქუჩის გავლით, ჯავახეთს ქუჩის მიმართულებით. ასევე, კახეთის გზატკეცილზე, ჯავახეთის ქუჩაზე ამომავალი პანდუსი დაიკეტება და ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ჯავახეთის ქუჩაზე, მოსკოვის გამზირის მიმართულებით.

ქალაქის ცენტრის მიმართულებით მიმავალი ავტომობილების ნაკადისთვის ასევე შეიზღუდება მოძრაობა და გადაადგილება შესაძლებელი იქნება კახეთის გზატკეცილიდან ჯავახეთის ქუჩისკენ ჩამსვლელი პანდუსით. ამასთანავე, გაცნობებთ, რომ 31 მაისს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების თბილისის, მცხეთისა და რუსთავის სერვისცენტრები და სატელეფონო მომსახურების ცენტრი არ იმუშავებს. მოქალაქეები საპოლიციო სერვისების მიღებას შეძლებენ მ. ლაღიძის ქუჩაზე განთავსებული ექსპრესს ფილიალის საშუალებით 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე"- ნათქვამია ინფორმაციაში.


close დახურვა