გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ზუგდიდში პოლიციის თანამშრომლის მიერ ქალზე ძალადობის ფაქტია ასახული, გამოძიება დაიწყო.
გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს. პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოკითხავენ დაზარალებულს და ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები.
დღეს სოციალური ქსელით პოლიციელის ფორმაში ჩაცმული კაცის მხრიდან ქალზე ძალადობის ვიდეო გავრცელდა. ვიდეო დროას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი, მარიამ სიჭინავა ავრცელებს.
მისი თქმით, შემთხვევა დღეს ზუგდიდში, ჩხოუშიის სანაპიროზე მოხდა.