logo
ENG



პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტებზე საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

13 მაი 202410:08
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/13/92zdvnra8rz1w4j.jpg

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 13 მაისს პარლამენტთან პოლიციელების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის წინ მიმდებარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით 20 ადამიანი დააკავეს.

პოლიცია მოქალაქეების წინააღმდეგ ქაფსა და წიწაკის სპრეის იყენებდა. ასევე ძალადობდა მათზე ფიზიკურად.

უწყებაში ამბობენ, რომ სამი დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა: 2002 წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე 1995 წელს დაბადებული, ამავე ქვეყნის კიდევ ერთი მოქალაქე, რომელმაც უარი განაცხადა საკუთარი ვინაობის დასახელებაზე და მოითხოვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან დაკავშირება.

პოლიცია მოქალაქეებს დასაკავებლად გაეკიდა და მათზე იძალადა.

ამის პარალელურად იურიდიდულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

კომიტეტის სხდომა სულ 1 წუთს გაგრძელდა. ამ 1 წუთში შედის კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მისასალმებელი სიტყვაც.

სხდომაზე მხოლოდ ერთი საკითხი განიხილეს.

სხდომაზე მხოლოდ უმრავლესობის დეპუტატები იყვნენ. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დარბაზში შესვლა ვერ მოასწრეს.


close დახურვა