ჰიუსტონში, პოლიციის ძალადობის შედეგად გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. 46 წლის ფერადკანიან მამაკაცს მშობლიურ ქალაქში დედის გვერდით დაკრძალავენ.
ფლოიდის ხსოვნას გუშინ პატივი ათასობით ადამიანმა მიაგო, ჰიუსტონის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი 6-ს საათს გაგრძელდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან დახურული შეხვედრა გამართა შეერთებული შტატების პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმაც. ჯოზეფ ბაიდენის შეფასებით, ჯორჯ ფლოიდი მსოფლიოს შეცვლის.
დაკავების დროს ფერადკანიანი მამაკაცის გარდაცვალებამ შეერთებულ შტატებში რასიზმის წინააღმდეგ მასშტაბური გამოსვლები გამოიწვია. სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს გირაოს სახით მილიონ 25 ათასი დოლარი განუსაზღვრა.