Leopard 2-ის ტანკების გარდა პოლონეთი უკრაინა საკუთარ მოდერნიზებულ ტანკებს მიაწვდის. საუბარია 60 მანქანაზე, საიდანაც 30 - პოლონეთის მთავარი საბრძოლო ტანკი PT-91-ია. ამის შესახებ კანადურ არხ CTV News-ს პრემიერმინისტრმა ტადეუშ მორავეცკიმ განუცხადა.
PT-91 არის საბჭოთა ტანკ-ის T-72-ის მოდერნიზებული ვერსია.
25 იანვარს გერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ უკრაინას მის მიერ წარმოებული Leopard 2-ის ტანკების 14 ერთეულს გადასცემს. ამავე დროს, მესამე ქვეყნებსაც აძლევს ტანკების გადაცემის უფლებას.
გარდა ამისა, აშშ უკრაინას Abrams-ის ტანკებს მისცემს.
ტანკების მიწოდების პარალელურად, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ეს ქმედება დასავლეთის ქვეყნებს უკრაინასთან კონფლიქტის მონაწილეებად აქცევს.