logo
ENG



პოლონეთის თქმით, ფინეთსა და შვედეთს დაეხმარება, თუ NATO-ში გაწევრიანებამდე თავს დაესხმებიან

19 მაი 202213:58
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/19/lgc2vu1sqeo50qd.jpg

პრემიერმინისტრი მატეშ მორავეცკი ამბობს, რომ თუ შვედეთსა ფინეთს NATO-ში გაწევრიანებამდე თავს დაესხმებიან, პოლონეთი მათ დაეხმარება.

"შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება მიმაჩნია ევროპაში უსაფრთხოების განმტკიცების მნიშვნელოვან სიგნალად. მინდა განვმარტო, რომ შვედეთზე ან ფინეთზე მათი გაწევრიანების (პროცესის) დროს თავდასხმის შემთხვევაში, პოლონეთი მათ დახმარებას გაუწევს", - თქვა მან კონფერენციის დროს.

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად გააკეთეს. გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.


close დახურვა