logo
ENG



პოლონეთის პრეზიდენტი და პრემიერი ხვალ აშშ-ს ეწვევიან

11 მარ 202411:22
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/11/x0350ov7lmylipp.jpg

პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა და პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი ხვალ აშშ-ს ეწვევიან.

ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის პრეზიდენტისა და პრემიერის ოფისები ავრცელებენ. ვიზიტის ფარგლებში, დუდა და ტუსკი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მოლაპარაკებებს გამართავენ.

ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტი შეხვდება სენატის უმრავლესობის ლიდერს, ჩაკ შუმერს, რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერს, მიჩ მაკკონელს, პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს და პალატის დემოკრატების ლიდერს, ჰაკიმ ჯეფრისს.

არსებული ინფორმაციით, ამის შემდეგ დუდა NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან მოლაპარაკებებისთვის ბრიუსელში გაემგზავრება.

თეთრი სახლის განცხადებით, პოლონელი ლიდერების ვიზიტი პოლონეთის NATO-ში გაწევრიანების 25 წლისთავს ემთხვევა, რაც ხაზს უსვამს აშშ-ისა და პოლონეთის საერთო და ურყევ ერთგულებას ალიანსის მიმართ.


close დახურვა