პოლონეთის პრემიერმინისტრი მათეუშ მორავეცკი ამბობს, რომ აუცილებელია, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებას ჩამოაშორონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის მხრიდან უხეში ძალის გამოყენება გაგრძელდება.
"პუტინი ჩვენ ყოველთვის დაგვემუქრება და დაგვაშანტაჟებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვისურვებდით, რომ ის მთლიანად ჩამოაშორონ [ხელისუფლებას], ის წარმოადგენს უხეშ ძალას", - თქვა პოლონეთის პრემიერმა.
ამასთან, მორავეცკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტის მუქარასა და შანტაჟს ვერ გაექცევიან იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ომში დამარცხდება.
მანამდე, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ხელისუფლებიდან ჩამოშორება ერთადერთი გზაა, დაიცვან დასავლეთი და მისი მოკავშირეები კრემლის მხრიდან წამოსული მომავალი საფრთხეებისგან.