პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პოლონეთის ჯანდაცვის სისტემას მინიმუმ 10 000 დაშავებული უკრაინელი ჯარისკაცის მკურნალობა შეუძლია.
მათეუშ მორავიეცკიმ დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში ვიზიტის დროს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლონეთი უკვე მკურნალობს "რამდენიმე ათეულ" ჯარისკაცს და მზად არის მეტი მიიღოს.
"ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ მინიმუმ 10 000 [ჯარისკაც], საჭიროების შემთხვევაში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინიდან ყველა დაშავებული ჯარისკაცი მივიღოთ და ვუმკურნალოთ", - თქვა მან.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან საუბარში განაცხადა, რომ ამ დრომდე 2500-დან 3000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა რუსეთთან ომში და 10 000 დაშავდა.