logo
ENG



პოლონეთის პრემიერის თქმით, უნგრეთმა პირობა დადო, რომ რუსეთის SWIFT-დან გათიშვას დაეთანხმება

26 თებ 202216:34
3 წუთის საკითხავი
 
პოლონეთის პრემიერის თქმით, უნგრეთმა პირობა დადო, რომ რუსეთის SWIFT-დან გათიშვას დაეთანხმება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავიეცკის თქმით, უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა მასთან საუბარში აღნიშნა, რომ ეთანხმება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, მათ შორის, SWIFT-დან დაბლოკვას.

"დღეს ვესაუბრე პრემიერ ვიქტორ ორბანს და მან კდიევ ერთხელ დამარწმუნა რომ მხარს უჭერს შორსმიმავალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის, SWIFT-დან დაბლოკვას", - წერს ის ტვიტერის გვერდზე.

ამას გარდა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პაველ იაბლონსკიმ განაცხადა, რომ უნგრეთი არ დაბლოკავს რომელიმე სანქციას რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის SWIFT-დან გათიშვას.

"ახლახანს ვესაუბრე უნგრეთის ელჩს. უნგრეთი არ დაბლოკავს რომელიმე სანქციას რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვას", - წერს ის.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის SWIFT-დან გათიშვას ეტანხმება საფრანგეთიც. ამ თემაზე ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ესაუბრა და მას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

Swift საერთაშორისო ბანკთაშორის ფინანსური ტელეკომუნიკაციის საზოგადოებაა. რუსეთის SWIFT ფინანსური სისტემიდან გამორიცხვა ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ფინანსური სანქცია იქნება, რაც რუსეთს ჩამოაშორებს საერთაშორისო ფინანსურ ტრანზაქციებს. ის ვეღარ მიიღებს ისეთ ფინანსურ ტრანზაქციებს, როგორსაც ნავთობისა და გაზის წარმოებიდან/ექსპორტიდან, მოგების სახით იღებდა. 

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.


close დახურვა