logo
ENG



პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვიზების სკანდალის გამო დააკავეს

18 იან 202418:43
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/18/p6d1rwatb066rij.jpg

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, პიოტრ ვავჟიკი დააკავეს. მას ფულის სანაცვლოდ სავიზო განაცხადების დაჩქარებაში ედება ბრალი.

ვავჟიკი ყოფილი მმართველი პარტიის "კანონისა და სამართლიანობის წარმომადგენელია" და 2019 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროში საკონსულო საკითხებს კურირებდა. 2023 წლის აგვისტოში ის თანამდებობიდან მოხსნეს. 17 იანვარს ის ქალაქ ლუბლინში ცენტრალური ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებმა დააკავეს. ბრალის წარდგენის შემდეგ ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ბრალდებები ვიზის გაცემის ასობით შემთხვევას ეხება. პოლონური რადიოს ინფორმაციით, საქმე ეხება პოლონეთის დიპლომატიური მისიების საქმიანობას ჰონგ კონგში, ტაივანში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ინდოეთში, საუდის არაბეთში, სინგაპურში, ფილიპინებსა და კატარში.


close დახურვა