logo
ENG



პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

14 ოქტ 201907:55
3 წუთის საკითხავი
 
1jirjlkq2jrukbx.jpg

პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს. ეგზიტპოლების მიხედვით, იაროსლავ კაჩინსკის პარტიას „კანონი და სამართალი“ 44% მხარდაჭერა აქვს. წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციური გაერთიანების სასარგებლოდ არჩევანი ამომრჩეველთა 27%-მა გააკეთა.

პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები გუშინ გაიმართა. მმართველი პარტია მართლმსაჯულების სისტემაში ჩატარებული რეფორმების გამო ევროკავშირის მხრიდან სერიოზული კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა. მიუხედავად ამისა ანალიტიკოსების ნაწილი მმართველ პარტიას საკანონმდებლო ორგანოში აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას უწინასწარმეტყველებენ. ქვეყნის მოსახლეობა საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის, ანუ სეიმის 460 დეპუტატსა და სენატის 100 წარმომადგენელს 4 წლის ვადით ირჩევს.


close დახურვა