logo
ENG



პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ სააკაშვილთან არ შეუშვეს

17 ივნ 202212:32
3 წუთის საკითხავი
 

პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე მალგოჟატა გოშევსკა კლინიკა ვივამედში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს.

გოშოვსკა ამბობს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი ეროვნული სასამართლოს მიერ მისჯილი სასჯელით პატიმრობაში იმყოფება.

"მორიგ ჯერზე უარი მითხრეს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს პირობა მომცა პრემიერმა ღარიბაშვილმა პრემიერ მორავეცკის თანდასწრებით. საერთოდ, ევროპული დემოკრატიის პრინციპებში არ არის ის, რომ პატიმრობაში იყოს და დასჯილ იქნას დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი.მიხეილ სააკაშვილი იყო დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი და ეს არის პირველი შემთხვევა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ტერიტორიაზე, როდესაც დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი იმყოფება პატიმრობაში ეროვნული სასამართლოს მიერ მისჯილი სასჯელით", - ამბობს გოშოვსკა.

პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე მალგოჟატა გოშევსკა დღეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გამართულ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზეც იმყოფებოდა, სადაც სიტყვით გამოსვლა მიხეილ სააკაშვილზე საუბრით დაასრულა.


close დახურვა