logo
ENG


გოშევსკა: ოლიგარქის გადაწყვეტილებით, მსოფლიოს თვალწინ იღუპება სააკაშვილი, არ შევეგუოთ ამას
  • 1178ნახვები

საქართველოს ციხეში, საავადმყოფოში ახლა რთულ მდგომარეობაში იმყოფება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. როგორც ჩანს, ეს პირველი შემთხვევაა ევროპაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რომ პრეზიდენტი გასამართლებულია მისივე ქვეყნის სასამართლოს მიერ. ბრალდებები მის მიერ აბსურდულია. არც ერთი ევროპული სასამართლო ამ საქმეების წარმოებას და განხილვას არ დაიწყებდა, მაგრამ ახლა არ ვისაუბრებ ბრალდებებზე, ყურადღებას ჰუმანურობაზე გავამახვილებ. საქართველოს მთავრობის მიერ უარი ეთქვა ექიმთა საერთაშორისო ჯგუფისთვის, რომ ჩაეტარებინათ ყოფილი პრეზიდენტის სამედიცინო კვლევა. ასევე მისთვის შეუძლებელია ჰუმანიტარულ ფარგლებში მიიღოს შესაბამისი მკურნალობის კურსი საზღვარგარეთ, ეს ბარბაროსობაა, რასაც არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან. ქალბატონებო და ბატონებო, ერთი ქართველი ოლიგარქის გადაწყვეტილებით, მთელი მსოფლიოს თვალწინ იღუპება ადამიანი, ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, არ შევეგუოთ ამას

ამის შესახებ პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ, მალგოჟატა გოშევსკამ თქვა. ის თბილისში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გამართულ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფება.



ასევე ნახეთ
close დახურვა